აკადემიური საბჭოს დადგენილებით (#100/2022 - 31/10/2022) 2022 წლის 28 ნოემბერს დანიშნულია წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა არჩევნები.
ვაკანტური ადგილები ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისთვის:
აკადემიური პერსონალი - 6 წევრი; სტუდენტი - 4 წევრი.
წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია- 2022 წლის 9 ნოემბრიდან 17 ნოემბრის (7 სამუშაო დღე) ჩათვლით.
კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში,
შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი №114.